სამწუხაროა, რომ ასეთ რეჟიმში გადაწყვიტა ჩემთან ურთიერთობა - დეკანოძის პასუხი ხაბეიშვილს

24.03.23 18:00
სამწუხაროა, რომ ასეთ რეჟიმში გადაწყვიტა ჩემთან ურთიერთობა - დეკანოძის პასუხი ხაბეიშვილს

ხატია დეკანოძის პასუხი ლევან ხაბეიშვილს. "ნაცმოძრაობის" ჯერ კიდევ მოქმედი წევრი ახლადარჩეულ თავმჯდომარეს სიტყვას უწუნებს.

დეკანოიძე ამბობს, რომ სამხუხაროა, რომ ხაბეიშვილმა მასთან ურთიერთობის ასეთი რეჟიმი აარჩია.

ხაბეიშვილის განცხადების მოსმენის შემდეგ "ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა პირდარ თქვა, რომ ენმ-ს თავმჯდოამრის განცხადებები პარტიას ასუსტებს, ლიდერი კი ამ ყველაფერზე არ ფიქრობს.

„უპასუხისმგებლობა ალბათ ის უფრო არის, როდესაც პარტიის დეზინტეგრაცია ხდება და ამისი მიზეზების გარკვევის ნაცვლად, ასე ვთქვათ იმ ადამიანებს, ვისაც განსხვავებული აზრი გვქონდა და ამ განსხვავებული აზრის გამო ჩვენ, მე პირადად ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება დავტოვე პარტია. ამის ნაცვლად, უპასუხისმგებლობაში ვინმე მადანაშაულებს იმიტომ, რომ მე ჩემი გადაწყვეტილება მივიღე. ის მიზეზები რომელ მიზეზებზეც მე ვისაუბრე, პასუხები მე ამ მიზეზებზე არ მომისმენია, მათ შორის ამ კომენტარშიც, ამიტომ ვფიქრობ, რომ პირველ რიგში პარტიის ყველა ლიდერის და ზოგადად ლიდერის თვისება არის ინტეგრაცია, ადამიანების შემოკრება, მსჯელობა, მიზეზების გარჩევა და ასე შემედგ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ აი ასეთ მოცემულობაში "ნაციონალური მოძრაობა" სუსტება და ამაზე და მიზეზებზე არ ფიქრობს ასე ვთქვათ ლიდერი. სამწუხაროა, რომ მან ისეთ რეჟიმში გადაწყვიტა ჩემთან ურთიერთობა, რომ ასე ვთქვათ ასეთი პასუხები გამცეს, მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა“ - ხატია დეკანოიძე.

ლევან ხაბეიშვილმა დღეს დეკანოიძე ფაქტობრივად უპასუხიმგებლო პოლიტიკოსად გამოაცხადა,.