ოპოზიციის 3 საათიანი შტურმი პრემიერზე - ღარიბაშვილს უმძიმესი ბრალდებების მოსმენა მოუწია
ირაკლი ღარიბაშვილსა და გუბაზ სანიკიძეს შორის სხდომათა დარბაზში დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება "ოცნების" დეპუტატებმა მუშტი-კრივით დაასრულეს. დავით მათიკაშვილი და ალუდა ღუდუშაური სანიკიძეს პარლამენტის გასასვლელამდე აედევნენ, დეპუტატს აგინეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ფიზიკურ ანგარიშსწორებას წინ ღარიბაშვილის განკითხვის საათები უძღოდა. პრემიერ- მინიტრს ოპოზიციამ 3 საათიანი შტურმი მოუწყო. ქვეყნის გასაბჭოება არ შედგა, ახალგაზრდებმა ხელები გადაგიგრიხეს - ეუბნებოდნენ ღარიბაშვილს დეპუტატები, რომლებიც დღეს ქუჩაში მდგარი სტუდენტების შეურაცხყოფისთვის პრემიერისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ.
ინტერპელაციის წესით დაბარებულ ღარიბაშვილს უმძიმესი ბრალდებების მოსმენა მოუწია. რუსული კანონის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიციას პირველად მიეცა საშუალება პრემიერისთვის პირდაპირ ეთქვა, რომ მისი მთავრობის რუსული გეგმა ჩავარდა.
პოლიტიკური ომი სხდომათა დარბაზში და მუშტი-კრივი პარლამენტის დერეფნებში - დაძაბული საპარლამენტო დღის შესახებ ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.