გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციას შეხვდა - ვინ მივიდა და ვინ არა შეხვედრაზე

24.03.23 20:12
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციას შეხვდა - ვინ მივიდა და ვინ არა შეხვედრაზე

რატომ არ მივიდა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე? გერმანიის პირველი დიპლომატის ოფიციალური ვიზიტის პარალელურად  ლევან ხაბეიშვილი  საქართველოს რეგიონებში მოსახლეობას ხვდებოდა და ბერბოკთან აუდიენციისთვის ვერ  მოიცალა. მის ნაცვლად გერმანიიის პირველ დიპლომატთან  შეხვედრას პეტრე ცისკარიშვილი დაესწრო.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა იმ ოპოზიციური პარტიების თავმჯდომარეებთან დაგეგმა, რომლებსაც პარლამენტში ფრაქციები აქვთ.  შეხვედრაზე არ მივიდა არც გიორგი გახარია და პარტიიდან  ნათია მეზვრიშვილი გაგზავნა.  გიორგი ვაშაძე მივლინებით   ევროპაში იმყოფება და  ამიტომ  გერმანიიის მინისტრს სერგო ჩიხლაძე ხვდება. ოპოზიციური პარტიების  თავმჯდომარეებიდან  შეხვედრაზე მხოლოდ  "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე მივიდა. 

ვინ მივიდა და ვინ არა და რა გზავნილები მიიღო ოპოზიციამ გერმანიიის საგარეო საქმეთა მინისტრისგან ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.