პრემიერის სიძულვილის ენა ახალისებს დაპირისპირებას და პასუხისმგებლობაც მას ეკისრება - "სტრატეგია აღმაშენებელი"

24.03.23 18:56
პრემიერის სიძულვილის ენა ახალისებს დაპირისპირებას და პასუხისმგებლობაც მას ეკისრება - "სტრატეგია აღმაშენებელი"

დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს "სტრატეგია აღმაშენებელი" საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა. გიორგი ვაშაძის პარტია წერს, რომ "ოცნების" გუბაზ სანიკიძეზე თავდასხმამ ცხადყო, რომ ხელისუფლება აგონიაშია.

ოპოზიციური პარტია წერს, რომ "ოცნება" ევროპული პერსპექტივის ჩასაგდებად ემზადება, ხოლო პრემიერს ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიზანმიმართულად მიჰყავს. 

“ქართული ოცნების თავდასხმა გუბაზ სანიკიძეზე მიუთითებს, რომ ხელისუფლება აგონიაშია და არ აქვს პასუხი საქართველოსთვის მნიშვნელოვან არცერთ საკითხზე. ეს ნიშნავს იმას, რომ იგი ემზადება საქართველოს ევროპული პერსპექტივის ჩაგდებისთვის და მიზანმიმართულად მიჰყავს ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. პრემიერის სიძულვილის ენა ახალისებს დაპირისპირებას და პასუხისმგებლობაც მას ეკისრება. ჩვენ ვიცით როგორ მთავრდება ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობა და თქვენც დასრულდებით ძალიან მალე!
ძალადობა დაუშვებელია ყველგან, იგი პოლიტიკაში ზრდის სამოქალაქო დაპირისპირების რისკებს, რაც მხოლოდ ჩვენი მტრის ინტერესია. არა ღალატს, არა ქოცობას! “ - წერს "სტრატეგია აღმაშენებელი".