გერმანელი დიპლომატის გზავნილები საქართველოს ხელისუფლებას - რა თქვა ბერბოკმა
იმ ფონზე, როცა პრემიერი ღარიბაშვილი პარლამენტის ტრიბუნიდან ანტიევროპულ გზავნილებს ახმოვანებდა, საქართველოს ხელისუფლება გაფრთხილებას გერმანიის პირველი დიპლომატისგან იღებდა. საქართველოს მთავრობა სამოქალაქო საზოგადოების გარეშე ვერ გახდება ევროკავშირის წევრი - განაცხადა ანალენა ბერბოკმა, რომელიც თბილისში მკაფიო გზავნილებით ჩამოვიდა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა "ოცნებას" პირდაპი უთხრა, რომ დასაკარგი დრო აღარ არის და 12 რეკომენდაცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა შესრულდეს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარგად იცის რა ხდებოდა საქართველოში მის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე. ანალენა ბერბოკს არ დაუმალავს აღფრთოვანება იმ ახალგაზრდებით, რომლებიც თბილისის ცენტრში ევროკავშირის დროშებით იდგნენ და ხელისუფლებას რუსული კანონის უკან წაღება აიძულეს.
გერმანიის პირველი დიპლომატი დემონსტრაციულად მივიდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისშიც, სადაც სამოქალაქო სექტორს შეხვდა.
ვრცლად რა თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.