ხატია დეკანოიძე ენმ-ს ტოვებს - რას ამბობს პარტიის ხელმძღვანელობა
გადაწყვეტილება მიღებულია - ხატია დეკანოიძე "ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს. პარტიის ერთ-ერთი გამოცდილი ლიდერი პოლიტიკურ ცხოვრებას, სავარაუდოდ, დამოუკიდებლად განაგრძობს. პარტიასთან უთანხმოების მთავარი ფაქტორი ვანო მერაბიშვილია.
პირველი განცხადება მთავარი ოპოზიციური პარტიის დატოვების შესახებ დეპუტატმა ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" გააკეთა. ძველი პარადიგმით პარტიის მმართველობა არის გაუმართლებელი - ამბობს დეკანოიძე.
ლევან ხაბეიშვილმა კი დეკანოიძე, პრაქტიკულად, ივანიშვილის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მისი გადაწყვეტილება მხოლოდ ოლიგარქის წისქვილზე ასხამს წყალს. პარტიის ახალი მენეჯმენტი ირწმუნება, რომ მერაბიშვილის ფაქტორი არაფერ შუაშია და ყოფილი პრემიერი პარტიის საქმიანობაში არ ერევა, დეპუტატის წასვლას კი ბრძოლის ველიდან გაქცევად აფასებენ.
ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.