საკადრო ცვლილებები "ლელოში" - პარტიის გენერალურ მდივნად ირაკლი კუპრაძე დაინიშნა
"ლელოში" საკადრო ცვლილებებია. განცხადება ცოტა ხნის წინ მამუკა ხაზარაძემ გააკეთა.
პარტიის თავმდჯომარემ გადაწყვეტილება ახალგაზრდების წინა პლანზე გაწევით ახსნა და პარტიის ახალ გენერალურ მდივნად ირაკლი კუპრაძე წარადგინა. ცვლილებებია ბადრი ჯაფარიძესა და დავით უსუფაშვილთან მიმართებაშიც.
მივიღეთ საკადრო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება. ჩვენ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ წარვადგინეთ ბადრი ჯაფარიძე. დათო უსუფაშვილს ვთხოვეთ, რომ მისი საქმიანობა პარლამენტში, რომელიც არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიცენტრი და ბევრი ცვლილებებია მოსალოდნელი, მისი ძალისხმევა იქნება გადასული პარლამენტისკენ და ასევე წარვადგინეთ პარტიის ახალი გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.
"ლელოს" შექმნის პროცესი იყო იმაზე, რომ ახალგაზრდა კადრები და ახალგაზრდები წამოგვეწია წინა პლანზე, სწორედ ამას ეხმიანება ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება, - განაცხადა ხაზარაძემ.