უნდა მოვიდნენ აზრზე, ჯერ არ არიან - პრეზიდენტი მთავრობაზე

24.03.23 21:26
უნდა მოვიდნენ აზრზე, ჯერ არ არიან - პრეზიდენტი მთავრობაზე


დიანა ტრაპაიძის ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან - სალომე ზურაბიშვილი "ტვ პირველთან" ხელისუფლებას იმ მანდატს ახსენებს, რომლის გამოც ის საქართველოს მოსახლეობამ აირჩია. 

"ხელისუფლება მისი პირობის ერთგული უნდა იყოს"- ამბობს პრეზიდენტი ევროატლანტიკური კურსის ირგვლივ დასმული კითხვის საპასუხოდ. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მოსახლეობის ეს არჩევანი კონსტიტუციითაა გამყარებული. 

თავის დროზე, "ოცნება" და მეც მათ შორის, ევროპული არჩევანის გამო აგვირჩიეს - თქვა ქვეყნის მთავარსარდალმა. 

ხალხმა ეს ხელისუფლება აირჩია ევოროკავშირის პერსპექტივისთვის და არა დღევანდელი რიტორიკისთვის - თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა. 

სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ამ ნებას არ ასხივებს. "უნდა მოვიდნენ აზრზე, ჯერ-ჯერობით არ არიან"- აცხადებს ქვეყნის პრეზიდენტი. 

"ხელისუფლებას უნდა დააძალო, რომ მისი დაპირებების ერთგული დარჩეს. არ შეიძლება, ხელისუფლება გადადიოდეს სრულიად სხვა სივრცეში და სხვა რიტორიკას ავლენდეს, როცა ის სულ სხვა რამისთვის იყო არჩეული"- აცხადებს ზურაბიშვილი. 

პრეზიდენტი მმართველ გუნდს პირდაპირ ეუბნება, რომ ქვეყნის პროდასავლური არჩევანის დარაჯი იქნება და მას ამაში მოსახლეობაც უჭერს მხარს. 

რაც შეეხება სტატუსის მინიჭების საკითხს, აქაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ "არ შეიძლება რუსეთს მისცე რაიმე განცდა, რომ საქართველო აღარ არის მჭიდროდ დაკავშირებული ევროპასთან და ამერიკასთან".