"საჭიროა სიცხადე" - პრეზიდენტი ამბობს, რომ ივანიშვილთან შეხვედრა სურს
"ტვ პირველის" ექსკლუზივი - საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა სურს.
როგორც ქვეყნის მთავარსარდალმა დიანა ტრაპაიძესთან საუბრისას განაცხადა, მას მცდელობა არ ჰქონია, თუმცა სურვლი დიდია.
შემიძლია ვთქვა, რომ სურვილი მაქვს. ვთვლი, რომ საჭიროა, სიცხადე ქართულ პოლიტიკაში. უცხოეთიდან არის გზავნილები და აუცილებელია, რომ გაიგოს და მოისმინოს, თუ ის არის მთავარი.
კითხულობენ სად არის მთავარი წონა გადაწყვეტილების და პასუხისმგებლობის და რადგან პასუხი არ აქვთ იქაც უნდათ, რომ მივიდეს ეს გზავნილები “ – განაცხადა ზურაბიშვილმა.