რუსეთმა უკვე წააგო ეს ომი - სალომე ზურაბიშვილი
რუსეთმა უკვე წააგო ეს ომი - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ომში მყოფ უკრაინას სოლიდარობას "ტვ პირველის" ეთერითაც უცხადებს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას უკრაინელებთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს და გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობებსაც იღებს.
რაც შეეხება რუსეთს, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, კრემლმა ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია. პირიქით, დაკარგა რეპუტაცია.
დაკარგა თავისი რეპუტაცია, რომ იყო თითქოს ძლიერი სამხედრო შესაძლებლობის ქვეყანა. არავინ არ იცის, რა იქნება საბოლოო შედეგი, მაგრამ ბევრი ბრძოლა უკვე წააგო. ვერ მიაღწია კიევამდე, ვერ შეძლო დაშლილიყო უკრაინის ახალგაზრდა მთავრობა. ვერ მიაღწია, რომ უკრაინის მოსახლეობა დაიშალოს ორად - იყოს რაღაცა წინააღმდეგობები შიგნით. ვერ მიაღწია ამ საკითხის ირგვლივ ევროპისა და ამერიკის დაპირისპირებას"- თქვა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, დღეს ვოლოდიმერ ზელენსკის წერილი მიიღო, სადაც იყო მინიშნება, რომ "როცა გობალური სამშვდობო სამიტი იქნება, იქ საქართველოს თავის ადგილი უნა ჰქონდეს".
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რუსეთი თავის საზღვრებს უნდა დაუბრუნდეს და იმპერიული ზრახვები უნდა დაივიწყოს.