2024 წლის არჩევნებისთვის კოალიციური მთავრობას ვისურვებდი - პრეზიდენტი

24.03.23 22:50
2024 წლის არჩევნებისთვის კოალიციური მთავრობას ვისურვებდი - პრეზიდენტი

 2024 წლის არჩევნებისთვის ვისურვებდი კოალიციური მთავრობას - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა დიანა ტრაპაიძის შესაბამის კითხვას. 

სალომე ზურაბიშვილი "ტვ პირველისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ისურვებდა, ქვეყანაში რამდენადაც შესაძლებელია, გარემო დეპოლარიზებული იყოს. 

პოლარიზაცია არის მსოფლიო სენი, არამხოლოდ საქართველოსი. სრული დეპოლარიზაცია, ალბათ, რთული მისაღწევი არის დღევანდელ სოციალურ ქსელებისა და ტექნოლოგიების ფონზე, მაგრამ კოალიციური მთავრობა, დაწყნარებული პოლიტიკური სივრცე, სადაც შეიძლება ცოტა თავი შევიკავოთ სიძულვილი ენისგან.

ცხადია, ქვეყანა, რომელსაც უკვე მიღებული ექნება კანდიდატის სტატუსი და შემდგარი იქნება. სერიოზულად მოამზადოს ევროკავშირში გაწევრიანების ის ეტაპები, რომლებიც წინ გველის"- თქვა ზურაბიშვილმა.