პრეზიდენტი: არ ვეთანხმები სააკაშვილის მიმართ არანაირ დამამცირებელ ქმედებას
სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შესახებ "ტვ პირველისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.
მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ დამამცირებელ ქმედებას არ მიესალმება.
ზურაბიშვილის თქმით, მსჯავრდებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში იღებს.
მიმაჩნია, რომ (სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა) ქვეყნის რეპუტაციაა და ეს ქვეყნისთვის მნიშვნალოვანი საკითხია.
ერთნაირად მნიშვნალოვანია ორი საკითხი: პირველი - სამართლიანობის განცდა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებიბს და რომელსაც ვერცერთი პრეზიდენტი ვერ გადააბიჯებს და მეორეა ადამიანურობის საკითხი, პატივისცემა ყოფილი პრეზიდენტის. არ ვეთანხმები არანაირ დამამცირებელ მოქმედებას მის მიმართ.
დარწმუნებული ვარ, რომ არსებიბს რაღაც გამოსავალი, რომელიც შეიძლება, იყოს მოძბნილი. არსებობს კომისია, რომელიც არის იუსტიციის სამინისტროს ხელში, რომელსაც შეუძლია, ჯანმრთელობის კრიტერიუმბიდან გამომდინარე, მიიღოს გადაწყვეტილება. არსებიბს რამდენიმე წვეყნის მხრდან მზადყოფნა და არ ვსაუბრობ მხოლოდ პოლონეთზე, რომ ექიმები გამოაგზავნონ" - თქვა ზურაბიშვილმა.