გადაწყვეტილებას აქ ქართველი ხალხი იღებს - დეგნანი
ერთმანეთთან დაპირისპირიების ნაცვლად, იმუშავეთ რეკომენდაციების შესრულებაზე - ეს განცხადება სულ ცოტა ხნის წინ კელი დეგნანმა გააკეთა.
ამერიკელი დიოპლომატი თვლის, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, საჭიროა მეტი მუშაობა და კონსოლიდაცია. პოლიტიკოსებს დეგნანმა კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ თანამშრომლობის გარეშე არაფერი გამოვა.
დეგნანმა ასევე თქვა, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი ირებს და ეს ბოლო დროის მოვლენებმა კარგად აჩვენა.
"რაც ამ ქვეყანაში ბოლო დღეებში ვიხილე, იმის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ გადაწყვეტილებებს აქ ქართველი ხალხი იღებს. ჩვენ ყველამ ვნახეთ ორიოდე კვირის წინ, როგორ გამოვიდა ქუჩებში ასიათასამდე მოქალაქე, გამოხატა თავისი მკაფიო პოზიცია და ნათლად დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. იგივე მოხდა ქუთაისში, ბათუმში, ახალციხეში და სხვა ქალაქებში, სადაც ხალხმა განაცხადა, რომ ევროპული მომავალი სურთ.
კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებულია იმ რეკომენდაციებისა და რეფორმების შესრულებაზე, რაც ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი როგორც გზამკვლევი ევროკავშირის მიერ და ამ პროცესში უნდა იყოს ჩართული ყველა პარლამენტი, ყველა დაინტერესებული მხარე. სამოქალაქო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში. პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და ეს არის ის რეფორმები, რაც დღეს არ დაწყებულა და დიდი ხნის მანძილზე გრძელდება. გარკვეული პროცესი მიღწეულია, თუმცა უფრო მეტია გასაკეთებელი. ეს არ არის ერთი ადამიანის პროექტი, ეს არის მთლიანად მთელი საქართველოს პროექტი, საქართველოს მოქალაქეების და უმჯობესია, ერთმანეთთან დაპირისპირების ნაცვლად გაკეთდეს საქმე," - ამბობს კელი დეგნანი.