გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება პრეზიდენტის მისაღებია - დეგნანი

25.03.23 11:40
გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება პრეზიდენტის მისაღებია - დეგნანი

კელი დეგნანი "მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხს ეხმაურება.

ამერიკის ელჩ საქართველოში ამბობს, რომ მედიის თავისუფლება დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია და გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება პრეზიდენტის მისაღებია.

ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის მისაღებია, თუმცა გეტყვით, რომ  მნიშვნელოვანია მედიათავისუფლება დემოკრატიის განვითარებისთვის და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ვხედავთ, რომ მედიასივრცე ვიწროვდება. შესაბამისად, დამოუკიდებელი, თავისუფალი მედიის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მოსახლეობას ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ზუსტ ინფორმაციაზე, ჩვენ ყოველთვის გავაკეთებთ აქცენტს სიცოცხლისუნარიან, ძლიერ მედიაზე, რადგან ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დემოკრატიის მშენებლობის პროცესში," - განაცხადა დეგნანმა.