ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი აპრილში ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან

25.03.23 12:24
ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი აპრილში ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აპრილში ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან.

გადაწყვეტილება ჩინეთის პრეზიდენტის რუსეთში ვიზიტსა და პუტინთან შეხვედრას მოჰყვა. ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის ევროკომისიის პრეზიდენტის რანგში, ჩინეთში პირველი ვიზიტი იქნება.

ჩინეთში გასამგზავრებლად მზადყოფნა გამოთქვა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმაც, რომელმაც ევროკავშირის ლიდერების სამიტზე განაცხადა, რომ ის ოფიციალური ვიზიტით პეკინს უახლოეს მომავალში ეწვევა.