პრეზიდენტის სკანდალური ინტერვიუ - რას პასუხობს ირაკლი კობახიძე ზურაბიშვილს
პრეზიდენტის მწვავე გზავნილებს "ქართული ოცნება" დუმილით ხვდება.
სულ ცოტა ხნის წინ, "ტვ პირველის" გადამღებმა ჯგუფმა ირაკლი კობახიძეს სალომე ზურაბიშვილის სკანდალური ინტერვიუს შესახებ ჰკითხა, თუმცა "ოცნების" თავმჯდომარემ თქვა, რომ პრეზიდენტს ვერაფერს უპასუხებს.
გუშინ "ტვ პირველისთვის" მიცემული ხმაურიანი ინტერვიუს დროს ზურაბიშვილმა მმართველ გუნდის მოუწოდა გონს მოვიდნენ. ასეთი კრიტიკული პრეზიდენტი არასდორს ყოფილა.
ზურაბიშვილმა კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდს ფაქტობივად დავალებების შემსრულებელი უწოდა. პრეზიდენტმა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. მათ შორის ბიძინა ივანიშვილსაც და მას ოლიგარქი უწოდა.