როდესაც პრეზიდენტი აკრიტიკებს მთავრობას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე - სამადაშვილი

25.03.23 13:14
როდესაც პრეზიდენტი აკრიტიკებს მთავრობას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე - სამადაშვილი

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ასე პრიდაპირ აკრიტიკებს მთავრობას, საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ ჩვენ მართლაც ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე.

გასაგებია, როდესაც აკრიტიკებს დღევანდელ ხელისუფლებას ოპოზიცია და ამბობს, რომ ისინი ხელს უშლიან დღეს ევროკავშირის დღისწესრიგს, კანდიდატის სტატუსის მიღების დღისწესრიგს, მაგრამ როდესაც ამას ასევე ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ ჩვენ ვართ დღეს რეალური, ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე. მრავალჯერ დააფიქსირა "ლელომ" პოზიცია, რომ დღეს ყველამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც შეიძლება ქვეყნის ევროპული დღისწესრიგის გადასარჩენად და მათ შორის მივმართეთ პრეზიდენტსაც, რომ მისი კონსტიტუციური უფლება-მოსილების გამოყენება ქვეყნის ევროპული დღისწესრიგის გადარჩენისთვის მიგვაჩნია მნიშვნელოვნად," - ამბობს სალომე სამადაშვილი.

გუშინ "ტვ პირველისთვის" მიცემული ხმაურიანი ინტერვიუს დროს ზურაბიშვილმა მმართველ გუნდის მოუწოდა გონს მოვიდნენ. ასეთი კრიტიკული პრეზიდენტი არასდორს ყოფილა. 

ზურაბიშვილმა კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდს ფაქტობივად დავალებების შემსრულებელი უწოდა. პრეზიდენტმა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. მათ შორის ბიძინა ივანიშვილსაც და მას ოლიგარქი უწოდა.