როგორც იქნა პრეზიდენტმა გაბედა, ივანიშვილი ოლიგარქად აღიარა - მანჯგალაძე
,,სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის პაატა მანჯგალაძის თქმით, პრეზიდენტმა ერთი ნაბიჯი წინ გადადგა და კარგია, რომ ივანიშვილი ოლიგარქად აღიარა.
მანჯგალაძის თქმით, აუცილებელია, ზურაბიშვილმა ისაუბროს იმაზე, რომ ოლიგარქია და არაფორმალური მმართველობა ეწინააღმდეგება ევროპას.
პრეზიდენტმა როგორც იქნა გაბედა, ერთი ნაბიჯი გადადგა წინ, ამასაც არ აღიარებდნენ, ეს კარგია, რომ აღიარა ოლიგარქად, ახლა უნდა დაიწყოს სალომე ზურაბიშვილმა საუბარი იმაზე, არა მხოლოდ ოლიგარქია, არამედ არაფორმალური მმართველობა როგორ ეწინააღმდეგება ევროპის სამართლებრივ სისტემას," - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
გუშინ "ტვ პირველისთვის" მიცემული ხმაურიანი ინტერვიუს დროს ზურაბიშვილმა მმართველ გუნდის მოუწოდა გონს მოვიდნენ. ასეთი კრიტიკული პრეზიდენტი არასდორს ყოფილა.
ზურაბიშვილმა კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდს ფაქტობივად დავალებების შემსრულებელი უწოდა. პრეზიდენტმა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. მათ შორის ბიძინა ივანიშვილსაც და მას ოლიგარქი უწოდა.