სისხლიანი გარჩევით დასრულებული ციხეების შეფის ღამის გართობა - სკანდალური ამბის 3 ექსკლუზივი "შაბათის ეთერში" (ანონსი)
ციხეების შეფის ღამის გართობა სისხლიანი გარჩევით დასრულდა - ოქროს მოწმეები, დღეს, პირველად "ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში" მოყვებიან, როგორ აქციეს თბილისის სამთავრობო კვარტალი დაუნდობელი ანგარიშსწორების შუაგულად.
ციხეების გავლენიანი შეფი ნიკა ცხვარაშვილი, რომელსაც დღევანდელმა ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის ძირს თრევა და ტერორი ანდო, კლინიკაში ტვინის შერყევით და ეთანოლის ტოქსიური ეფექტით შეიყვანეს.
მარიამ გაფრინდაშვილი მოგიყვებათ ამბავს, რომლის გახეთქვის სისტემის ყველაზე მეტად ეშინოდა.
ხალხს რომ ციხეების ნაცემი შეფი არ დაენახა, როგორ გადაკეტა იმ ღამით კრიმპოლმა სამთავრობო კვარტალი.
შაბათის გუნდმა მოპოვა მტკიცებულებები და დღეს საღამოს 8 საათზე თქვენ ნახავთ, როგორ აქციეს თბილისის შუაგული დაუნდობელი ანგარიშსწორების ეპიცენტრად.
კადრები დანაშაულის ადგილიდან, ცნობა სამედიცინო ისტორიიდან და ოქროს მოწმეების აღიარება, რომ იქ სადაც სასიკვდილოდ ხალხი გაიმეტეს, ციხეების შეფი ნიკა ცხვარაშვილიც იყო - ციხეების შეფის კრიმინალური თავგადასავლის 3 ექსკლუზივი, რომელსაც სისტემა უკვე ერთი კვირაა მალავს, ნახეთ დღეს, 8 საათზე "შაბათის ეთერში".