"ოცნება" თავდასხმაზე გადავიდა - სარჯველაძემ ზურაბიშვილი ოპოზიციის მოკავშირედ გამოაცხადა
"ქართული ოცნება" თავდასხმაზე გადავიდა. პრეზიდენტის ხმაურიანი ინტერვიუს შემდეგ, მმართველი გუნდის ლიდერებმა სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მოკავშირედ გამოაცხადეს და რადიკალური დაჯგუფების წევრი უწოდეს.
მიხეილ სარჯველაძემ ქვეყნის მავარსარდალს ოლიგარქის განმარტება დაუწუნა და მის კომპეტენციაში შეიტანა ეჭვი. "ტვ პირველის" ეთერში გასული პრეზიდენტის ინტერვიუ, მმართველი გუნდისთვის იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ ზურაბიშვილის ლამის გაპრეზიდენტებაც წამოაძახეს.
„პირდაპირ, რომ ვთქვათ, ერთგვარად ძალიან კარგად ეწერება და ჰარმონიულია, მათ შორის ოპოზიციის იმ ნაწილის დესტრუქციულ გეგმებთან, რომელიც რადიკალიზმით გამოირჩევა და ერთგვარად, მე დავინახე გარკვეული, ნებით თუ უნებლიედ, ამ სამსახურში ჩადგომა, რასაც ჰქვია ამ ქვეყანაში გარკვეული დესტრუქციული მიმართულების პროექტების განვითარება, მიუხედავად იმისა, რომ ასე ვთქვათ მთავარი სათქმელი იყო თითქოს ის, რომ ქვეყანას სჭირდება მეტი ევროპეიზაცია.
შთაბეჭდილება გამიჩნდა, რომ უფრო მეტად ოპოზიციის გულშემატკივრობა და ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციური ხმის დემონსტრირება, პოზიციის დემონსტრირება იყო პრეზიდენტის ამოცანა, აი ეს ყველაზე მეტად ჩანდა ამ განცხადებებიდან.
როდესაც განცხადებებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე ოლიგარქია ცოტა მეტი წინადახედულობა, ეს ერთი და ალბათ კვალიფიციურობაზეც უნდა ვისაუბროთ, რადგან ოლიგარქობა არ ნიშნავს მხოლოდ გარკვეული კაპიტალის ფლობას, ეს კარგად უნდა ესმოდეს ყველას და გადაწყვეტილებები, რომელიც შეიძლება მიიღებოდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით მგონია, რომ ამაზე კითხვის დასმის შესაძლებლობა და უფლება პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს როდესაც მან გადასარევად იცის, სადაც და როგორც მიიღება ეს გადაწყვეტილება და ეს არის საქართველოს პარლამენტი, სადაც მიიღება ეს გადაწყვეტიებები, ეს არის საქართველოს მთავრობა, სადაც მიიღება ეს გადაწყვეტილებები. ეს ცვალებადობაც რამ განაპირობა პოზიციებისა როდესაც იგივე არ ვიცი 2018 წელს, როდესაც ის პრეზიდენტად უნდა არჩეულიყო, მაშინ როგორი იყო პოზიცია, დღეს რამ განაპირობა ეს ცვლილება, ალბათ ამაზე კითხვები რომ დაუსვათ პრეზიდენტს როდესაც გეყოლებათ ინტერვიუზე ალბათ უმჯობესი იქნება,"- ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
გუშინ "ტვ პირველისთვის" მიცემული ხმაურიანი ინტერვიუს დროს ზურაბიშვილმა მმართველ გუნდის მოუწოდა გონს მოვიდნენ. ასეთი კრიტიკული პრეზიდენტი არასდორს ყოფილა.
ზურაბიშვილმა კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდს ფაქტობივად დავალებების შემსრულებელი უწოდა. პრეზიდენტმა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. მათ შორის ბიძინა ივანიშვილსაც და მას ოლიგარქი უწოდა.