პრეზიდენტმა საკმაოდ პირდაპირ, მკაფიოდ და სწორად შეაფასა მოვლენები - დაუშვილი
გიორგი გახარიას გუნდი სალომე ზურაბიშვილს განცხადებებს უწონებს.
მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სწორად, პირდაპირ და მკაფიოდ შეაფასა მოვლენები.
მისი თქმით, ძალიან მძიმე მოსასმენია, რომ პრემიერს არავითარი კომუნიკაცია არ გააჩნია პრეზიდენტთან, რადგან დაუშვილის განცხადებით, ეს მიუთითებს, რომ ქვეყანა პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე იმართება.
„პრეზიდენტმა საკმაოდ პირდაპირ, მკაფიოდ და მე ვფიქრობ, სწორად ანუ ისე შეაფასა მოვლენები, როგორც ეს უნდა შეეფასებინა სახელმწიფოს მეთაურს. წარმოიდგინეთ, რა მძიმე სანახავია და მძიმე მოსასმენია, რომ პრემიერმინისტრს არავითარი კომუნიკაცია არ გააჩნია პრეზიდენტთან. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ სამწუხაროდ სახელმწიფო ინსტიტუტები, იმართება არა ქვეყნის ინტერესებიდან და კანონდებლობიდან გამომდინარე, არამედ იმართება პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე“ - მიხეილ დაუშვილი.
გუშინ "ტვ პირველისთვის" მიცემული ხმაურიანი ინტერვიუს დროს ზურაბიშვილმა მმართველ გუნდის მოუწოდა გონს მოვიდნენ. ასეთი კრიტიკული პრეზიდენტი არასდორს ყოფილა.
ზურაბიშვილმა კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდს ფაქტობივად დავალებების შემსრულებელი უწოდა. პრეზიდენტმა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. მათ შორის ბიძინა ივანიშვილსაც და მას ოლიგარქი უწოდა.