კობახიძე, ღარიბაშვილი ივანიშვილი კარშია ჩაწოლილი და საქართველოს ევროკავშირში შესვლას წინ ეღობება - მანჯგალაძე
კობახიძე, ღარიბაშვილი ივანიშვილი კარშია ჩაწოლილი და საქართველოს ევროკავშირში შესვლას წინ ეღობება - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძე ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ნიჰილიზმსა და შიშს თესავს მოსახლეობაში ომისა საფრთხისა და იმის გამეორებით, რომ რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა.
„რომ აიღო პრემიერ-მინისტრის 2014 წლის გამოსვლა, სხვა გამოსვლები, ერთი ერთში იმეორებს იმავე ნარატივს, ვერ ვითარდება პრემიერი, ოღონდ შემოამატა უკრაინა და დაამატა დასავლელი პარტნიორების ლანძღვა. პრემიერი რას ნიშნავს, ხელისუფლება რას ნიშნავს? ნიჰილიზმი და უიმედობა კი არ უნდა გააღვივო, კი არ უნდა დათრგუნო ომის საფრთხით შენი მოსახლეობა, პირიქით, საფრთხეზეც ისაუბრე, მაგრამ პერსპექტივა დაანახე. მესამე მსოფლიო ომზე დაიწყო საუბარი, თითქოს რაიმე ფორმით ზეგავლენა შეუძლია საქართველოს მესამე მსოფლიო ომის აცილებაზე. რუსეთი ბირთვული სახელმწიფოაო - სულ ბირთვული სახელმწიფო იყო რუსეთი. როცა ახალგაზრდებმა თავისუფლება მოინდომეს, მაშინაც ეუბნებოდნენ, ეს ბირთვული სახელმწიფოა არ გინდათ თავისუფლებაო. ახლა იმავეს გვეუბნებიან იგივე ხალხის სულიერი მემკვიდრეები, რომ ევროპა და ნატო არ გვინდა, რუსეთი ბირთვული სახელმწიფოაო. არ დაიჯეროთ ხალხო, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, საქართველო ამ შესაძლებლობას გამოიყენებს და ის გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი.
სამი რამ ეღობება საქართველოს ევროკავშირში შესვლას - კობახიძე, ღარიბაშვილი ივანიშვილი, ესენი არიან ჩაწოლილი კარში და არ გვიშვებენ ევროკავშირში“,- განაცხადა მანჯგალაძემ.