გორის გაკოტრებული სასათბურე მეურნეობა სკანდალში ეხვევა - სპეციალისტები სისხლის სამართლის დანაშაულზე საუბრობენ

25.03.23 17:21
გორის გაკოტრებული სასათბურე მეურნეობა სკანდალში ეხვევა - სპეციალისტები სისხლის სამართლის დანაშაულზე საუბრობენ

გორის გაკოტრებული სასათბურე მეურნეობა სკანდალში ეხვევა. აუდიტის დასკვნა მიუთითებს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ვერ დაასაბუთა სათბურის ფინანსურ ანგარიშში ასახული 8 მილიონის წარმომავლობა. ასევე აუდიტი ამბობს, რომ ვერ მიიღეს საკმარისი რწმუნება ინვესტირებული თანხით შექმნილი აქტივების არსებობის შესახებაც.

სპეციალისტების შეფასებით, აუდიტის დასკვნის ეს კონკრეტული ჩანაწერი, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 

ეს ტრადიცია, სამწუხაროდ, ელიტური კორუფციის სახით არსებობდა, იმიტომ, რომ ჩადებდნენ უზარმაზარ თანხას და ყველა საწარმოს ისტორია ასე მთავრდება. კოტრდება სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები. პრაქტიკულად, გაკოტრების საქმეა დაწყებული და მევალეებმა, კრედიტორმებმა რომ რამე მიიღონ, ამისი აქტები აღარ არსებობს, ანუ აუდიტის ეს საქმე სისხლის სამართლის საქმეზე მეტყველებს. ჩვენი ბიუჯეტში ჩადებული თანხა ჩაიდო ამაში და რატომ კოტრდებიან ამით, ალბათ, სამოქალაქო საზოგადოება უნდა დაინტერესდეს იმ სიღატაკის ფონზე, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება", - ამბობს ეკონომისტი თამარ ედიშერაშვილი.

გორის სასათბურე მეორნეობაში პასუხისმგებელი პირი "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს არ დახვდა. სასათბურე მეურნეობა დაკეტილი და მიტოვებულია.

ცნობისთვის, სასათბურე მეურნეობაში 2016 წლიდან მიმდინარეობს გაკოტრების პროცედურები, რომელიც აუდიტის დასკვნის მიხედვით, როგორც ჩანს, დღემდე არ დასრულებულა.