ღარიბაშვილის გამდიდრებული გარემოცვა - მთავრობის ადმინისტრაციის შეფს ბიუჯეტიდან მილიონებს აძლევენ
ღარიბაშვილის გარემოცვის საიდუმლო ბიზნესი - "შაბათის ეთერის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ პრემიერის მარჯვენა ხელი, მთავრობის ადმინისტრაციის შეფი, რევაზ ჯანელიძე სახელმწიფო დაკვეთებს იგებს, გზებს აგებს და საჯარო მოხელის კომპანია მილიონებს ატრიალებს.
ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაციის უფროსი, კომპანია "ინფრაქკონის" 100% წილის მფლობელია. სწორედ ამ კომპანიამ მოიგო უკონკურენტოდ 2023 წლის 17 მარტს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტენდერი გზების დაგებაზე. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის კომპანია, საქართველოს ბიუჯეტიდან თითქმის მილიონ ნახევარ ლარს ელოდება.
1 487 394 ლარად ღარიბაშვილის ადმინისტრაციის უფროსის კომპანიამ ჭიათურის მუნიციპალიტეტში 4365 მეტრის სიგრძის გზა უნდა დააგოს, რომელმაც ორი სოფელი, სვერი და მანდაეთი უნდა დააკავშიროს. მაღალი თანამდებობის პირი ამტკიცებს, რომ მისი ბიზნესის ამბავი იცის ირაკლი ღარიბაშვილმაც.
"შაბათის ეთერმა" ღარიბაშვილი ადმინისტრაციის უფროსის კომპანია "ინფრაკონის" მოგებული ტენდერების დინამიკა შეისწავლა. რჩევა გაცდა რომ რევაზ ჯაველიძის კარიერულ წინსვლასთან ერთად ბიუჯეტიდან მიღებული ფულიც პროპორციულად იზრდება.
ჯაველიძეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად 2022 წლის 10 მაისს დაინიშნა. პოსტის დაკავებიდან 5 თვეში კი მსხვილი სახელმწიფო დაკვეთა მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის კომპანიას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2022 წლის 21 სექტემბერს 1 438 247 ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა.
ახლა "ინფრაკონთან" გასაფორმებელ კიდევ ერთ ხელშეკრულებას ქარელის მუნიციპალიტეტი ამზადებს. 2`344`770-იან კონტრაქტს ღარიბაშვილის ადმინისტრაციის უფროსს სოფელ ორთუბანში მზოვრეთის მონასტრამდე მისასვლელი გზის მოასფალტებისთვის მისცემენ.
ჯაველიძის კომპანიას სოფელ ცხრუკვეთისა და სოფელ სკინდორის დამაკავშირებელი გზის მოსაწყობად 879 114 ლარი გასულ წელსაც მისცეს.
ღარიბაშვილის გამდიდრებული გარემოცვა - ნახეთ, მაკა ანდრონიკაშვილის ჟურნალისტური გამოძიება