გაჩუმდა თუ გააჩუმეს - კობახიძე, რომელმაც ივანიშვილის ადვოკატი აგენტად მონათლა კომენტარს არ აკეთებს
ირაკლი კობახიძე გაჩუმდა ან გააჩუმეს - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი 14 მარტს, უცხო ქვეყნის აგენტად კამერების წინ მონათლა, დღეს ამ თემაზე ვეღარაფერს ამბობს.
რამდენიმე დღის წინ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისიტებს პირად საუბრებში უთხრა ისიც, რომ ვიქტორ ყიფიანი ბიძინა ივანიშვილმა საქმიდან ფულის ქურდობის გამო ჩახსნა.
ყიფიანის ლანძღვაზე მორატორიუმი გამოაცხადეს "ქართლი ოცნების" დეპუტატებმაც. ივანიშვილის ადვოკატის სახელს როცა უხსენებ, ჩუმდება ან შორს მიდის. ზოგი უნებლიედ პარტიის ლიდერს აკრიტიკებს.