ივანიშვილის ექს ადვოკატის მთავარი სათქმელი და პასუხი ირაკლი კობახიძეს! - ექსკლუზიური ინტერვიუ ვიქტორ ყიფიანთან
ამზადებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი მის ყოფილ ადვოკატს ახალი პოლიტიკური თამაშისთვის და ესხმის თუ არა ირაკლი კობახიძე ეჭვიანობის გამო? - "შაბათის ეთერმა" ათ დღიანი გაუჩინარების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცი ექსკლუზიურად ჩაწერა.
"ეჭვების გაფანტვაში ვერავის დავეხმარები" - ასე პასუხობს ვიქრორ ყიფიანი "შაბათის ეთერის" კითხვას, რატომ ესხმის თავს ირაკლი კობახიძე. ცნობილი ადვოკატი "შაბათის ეთერთან" ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე საერთოდ არ აინტერესებს.
გაიყარა თუ არა ბიძინა ივანიშვილისა და ვიქტორ ყიფიანის გზები? - ექსკლუზიური ინტერვიუდან ირკვევა, რომ არა! ადვოკატი ხაზგასმით აკონკრეტებს, რომ ივანიშვილმა იმ საადვოკატო კომპანიის მომსახურებაზე თქვა უარი, სადაც ის მუშაობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მასა და ივანიშვილს შორის პერსონალური კავშირი გაწყდა.
კითხვაზე, შედის თუ არა მის გეგმებში ტრანსფერი პოლიტიკაში? - ვიქტორ ყიფიანი აცხადებს, რომ
"პოლიტიკაზე დღეს არ ფიქრობს".
ვიქტორ ყიფიანის იურიდიული კომპანია ბიძინა ივანიშვილს ხუთი წელი ემსახურებოდა. ცხრა მარტს მშვიდობიანი აქციების დარბევის შემდეგ, ოლიგარქმა ყიფიანს ტელეფონით დაურეკა და უთხრა,რომ საადვოკატო კომპანიასა და მას შორის ურთიერთობა წყდებოდა.
ვერსია შეიძლება იყოს ორი: პირველი - ოლიგარქი ადვოკატის მომსახურებით უკმაყოფილო იყო, და მეორე - ადვოკატს ახალი პოლიტიკური თამაშისთვის ამზადებს და ურთიერთობა ფორმალურად დაასრულა.
ამ ეჭვს ამყარებს ვიქტორ ყიფიანის ვრცელი ინტერვიუ შაბათის ეთერთან. სადაც ის ბიძინა ივანიშვილს მისი ტრანსფორმაციის ერთ-ერთ ავტორად ასახელებს .
ივანიშვილის ექს ადვოკატის მთავარი სათქმელი - ნახეთ, ნატა ქაჯაიას რეპორტაჟი