უვადო მოსამართლემ საქმეები მიატოვა და ამერიკაში წავიდა

25.03.23 22:11
უვადო მოსამართლემ საქმეები მიატოვა და ამერიკაში წავიდა

უვადო მოსამართლე ამერიკაში წავიდა - მაკა გველესიანს, რომელსაც სააპელაციო ინსტანციაში სისხლის სამართლის გახმაურებული საქმეები ებარა, განხილვა შუა გზაზე მიატოვ .

შაბათის ეთერის ინფორმაციით, უვადო მოსამართლე ამერიკის შეერთებულ შტატებში ოჯახთან ერთად, სამუდამოდ წავიდა. 

წყაროს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მაკა გველესიან​მა ჯერ შვებულება დაწერა და მხოლოდ საქართველოს დატოვების შემდეგ აცნობა იუსტიციის საბჭოს, რომ უკან აღარ დაბრუნდებოდა. 

რატომ გაიქცა მოსამართლე საქართველოდან, რომელიც მესამე სექტორის შეფასებით, სასამართლო კლანის მორჩილებით გამოირჩეოდა? - ლევან მურუსიძე ყველაფერს არა სისტემა, არამედ ჟურნალიტებს აბრალებს.  ამბობ, რომ საჯარო კრიტიკის გამო მოსამრთლეობის სურვილი სულ უფრო ცოტა ადამიანს უჩნდება. 

მურუსიძე ამტკიცებს, რომ ქვეყნოდან გაქცევაზე თავადაც კი დაფიქრებულა.