რუსეთი ტაქტიკურ ატომურ იარაღს ბელარუსის ტერიტორიაზე განათავსებს

26.03.23 10:26
რუსეთი ტაქტიკურ ატომურ იარაღს ბელარუსის ტერიტორიაზე განათავსებს

რუსეთი ტაქტიკურ ატომურ იარაღს ბელარუსის ტერიტორიაზე განათავსებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სამთავრობო არხზე განაცხადა. 

პუტინის ცნობით, მინსკთან შეთანხმება უკვე მოხდა და ეს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმის დარღვევის გარეშე. მისივე თქმით, სათავსოს მშენებლობა 1 ივლისს დასრულდება .  

რაც შეეხება ჩვენს მოლაპარაკებებს ალექსანდრე გრიგორიევიჩ ლუკაშენკოსთან, მიზეზი იყო დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადება, რომ ისინი აპირებენ უკრაინისთვის გაღარიბებული (დაქვეითებული აქტივობის) ურანის  საარტილერიო ჭურვების მიწოდებას. ეს გარკვეულწილად დაკავშირებულია ბირთვულ ტექნოლოგიებთან" - განაცხადა პუტინმა.