ენმ-ს ახალგაზრდულის ყრილობაზე მელიას მხარდამჭერები არ დაპატიჟეს

26.03.23 13:20
ენმ-ს ახალგაზრდულის ყრილობაზე მელიას მხარდამჭერები არ დაპატიჟეს

იწყება თუ არა ახალი დაპირისპირება "ნაციონალურრ მოძრაობაში" - ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას დღეს ახალგაზრდული ყრილობა აქვს, თუმცა შეხვედრაზე ნიკა მელიას მხარდამჭერები არ დაპატიჟეს. მელიას დანაყოფი ამტკკიცებს, რომ ხაბეიშვილი-მერაბიშვილს განსხვავებული აზრის მიიუღებლობა აქვთ ამიტომ პარტიაში ფილტრაცია იწყება.

ხაბეიშვილი ახალი სტუქტურის პრეზენტაციას ზუსტად 16:00 საათზე გამართავს. საზოგადოებას გააცნობს იმ სახეებს, რომლებიც პოლიტიკურრ პროცესებში ჩაერთვებიან და ახალ მენეჯმენტს აქციების მოწყობაში დაეხმარებიან.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ პარტიას არ დატოვებენ და ბოლომდე იბრძოლებენ. 

ყურადღება არ მოგვაქციოეს. ანუ ჩვენ, ახალგაზრდები, რომლებსაც ოდნავ განსხვავებული აზრი გვაქვს, არაფრად ჩაგაგვდეს და ჩვენი გულისტკივილი მათ არ გაითვალისწინეს. ჩენ ამ ყრილობის შესახებ სხვა ადამიანებისგან გავიგეთ. ჩვენ ყველასთან მოლაპარაკებებისთის მზად ვართ, უბრალოდ, მათი სურვილი არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ განსხვავებული აზრი გვაქვს მათგან. ჩვენ გვინდა, რომ უშუალოდ პოლიტიკაში ვიყოთ ჩართულები და ვირაცეებს ეს არ უნდათ, - ამბობს ერთ-ერთი ახალგაზრდა. 

პარტიის ახალ ხელმძღვანელობას გადაწყვეტილებებს თანაგუნდელი დიმიტრი ბიძნაშვილიც უწუნებს. მისი თქმით, ახალგაზრდების პარტიიდან გარიყვა არასწორია. 

არ მეგონა თუ ასე დაიწყებდნენ პარტიიდან ახალგაზრდების გარიყვას და ეცდებოდნენ, რომ რაღაცნაირად მოეხერხებინათ რამდენიმე ახალგაზრდის ერთად შეკრებას, რომელსაც მოაქცევდნენ ჩარჩოში. როგორც ისინი იქცევიან, დრომოჭმული მეთოდებით, ეს არ სურთ ახალგაზრდებსდ ა ეს ბევრჯერ დადასტურდა, როდესაც პოლიტიკურ ელიტასთან მათ არ სურთ თანამშრომლობა, სწორედ ეს ნაბიჯებია ის, რის გამოც არ სურთ მათ მაგალითად, ვანო მერაბიშვილთან და მის მოქმედებებთან თანამშრომლობა. უნდა მიხვდეს მერაბიშვილი, რომ უნდა გაიწიოს. მათ უნდათ, რომ ყველა მათნაირად ფიქრობდეს, მათნაირად მოქმედებდეს, რაღაცა ჩარჩოში იყოს მოქცეული და ეს არის უდიდესი შეცდომა, - ამბობს დიმიტრი ბიძინაშვილი. 

ახალგაზრდებს პასუხი უკვე გასცა ენმ-ს თავმჯდომარემ. ლევან ხაბეიშვილმა მათ მოუწოდა, 9 აპრილის აქციას სეუერთდნენ და ასევე, ბუკლეტების დარიგებაში მიეხმარნონ. 

ახალგაზრდები ამბობენ, რომ პარტიის ხელმძღვანელობას ისინი მხოლოდ ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად სჭირდება.