"დაგვეხმარონ ბუკლეტების დარიგებაში" - ხაბეიშვილი მელიას მომხრე ახალგაზრდებს მიმართავს

26.03.23 13:24
"დაგვეხმარონ ბუკლეტების დარიგებაში" - ხაბეიშვილი მელიას მომხრე ახალგაზრდებს მიმართავს

მელიას მომხრე ახალგაზრდებს, რომლებიც პარტიის ახალგაზრდულის ყრილობაზე არ დაპატიჟეს, ლევან ხაბეიშვილი მიმართავს. ენმ-ს თავმჯდომარე მათ ტექნიკურ სამუშაოებში დახმარებისკენ მოუწოდებს .

მე ყველას მოვუწოდებ, 9 აპრილის აქციას შეუერთდნენ და ბუკლეტების დარიგებაში მოგვეხმარონ და პლიუს, 17:00 საათზე ველოდებით ყველას და ახლაც, პოლიტექნიკურის მეტროასთან რიგდება ეს ბუკლეტები და ვისაც ბევრი ენერგია აქვს, მოგვეხმაროს, - თქვა ხაბეიშვილმა. 

 ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას დღეს ახალგაზრდული ყრილობა აქვს, თუმცა შეხვედრაზე ნიკა მელიას მხარდამჭერები არ დაპატიჟეს. მელიას დანაყოფი ამტკიცებს, რომ ხაბეიშვილი-მერაბიშვილს განსხვავებული აზრის მიიუღებლობა აქვთ ამიტომ პარტიაში ფილტრაცია იწყება.

ხაბეიშვილი ახალი სტუქტურის პრეზენტაციას ზუსტად 16:00 საათზე გამართავს