"ოცნება" თავის მაღალჩინოსნებს ხელს აფარებს - ირაკლი ნადირაძე ციხეების შეფის საქმეზე
ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე მიიჩნევს, რომ სისხლიანი გარჩევის საქმეზე, რომელშიც ციხეების შეფიც მონაწილეობდა, დაუყოვნებლივ გამოძიება უნდა დაიწყოს.
ოპოზიციის წევრის თქმით, "ქართული ოცნება" საკუთარ მაღალჩინოსნებს ხელს აფარებს, რათა ისინი მეტად დაიმორჩილონ.
ყველა ნორმალურ ქვეყანაში აუცილებლად დაიწყებოდა დაუყოვნებლივ გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ დანაშაულში მონაწილე არის „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანი, ციხეების უფროსი ცხვარიაშვილი, რომელიც ასევე მონაწილეობდა მიხეილ სააკაშვილის, პრაქტიკულად, წამების ეპიზოდში მისი გადაყვანისას, ამ ადამიანზე საქმეც არ აღძრეს და ბოლომდე დააფარებენ, რა თქმა უნდა, ხელს. ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმის, თუ „ქართული ოცნება“ როგორ ახალისებს თავის მაღალჩინოსნებს და როგორ აფარებს ხელს, რათა შემდგომში მათ მონურად გააგრძელონ ნებისმიერი დავალების შესრულება, - თქვა ნადირაძემ.
შეგახსენებთ, რომ 19 მარტს, დედაქალაქის ცენტრში მომხდარ სისხლიანი გარჩევაში 35 წლის ნიკა ცხვარაშვილი მონაწილეობდა.
"ნოდარ მელაძის შაბათმა" მოიპოვა კადრები დანაშაულის ადგილიდან, ცნობა სამედიცინო ისტორიიდან და ოქროს მოწმეების აღიარება, რომ იქ, სადაც ანგარიშსწორება მოხდა ციხეების შეფი ნამდვილად იყო.