ელისაშვილს ვურჩევდი, თავს კონტროლი გაუწიოს - მელია

12.05.21 15:22
ელისაშვილს ვურჩევდი, თავს კონტროლი გაუწიოს - მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ალეკო ელისაშვვილს საკუთარი თავის კონტროლს ურჩევს. 

ენმ-ს ლიდერი "მოქალაქეების" თავმჯდომარის საპასუხოდ ამბობს, რომ "როცა ადამიანს პრეტენზია აქვს პოლიტიკოსობაზე მორალური დაცემის მაგალითის დემონსტრირება არ უნდა მოახდინოს". 

ალბათ, ელისაშვილს არ აქვს პრეტენზია რომ პოლიტიკოსია. ეს არც კომენტარი, და არც შეფასებაა, არც მწვავე კრიტიკა, ეს ჩვეულებრივი წყევლაა, იწყევლება. ვურჩევდი, საკუთარ თავზე კონტროლი არ დაკარგოს. თუ კი ვინმე ზიანდება ეს არის თვითონ"- თქვა მელიამ. 

მისივე განცხადებით, მაშინ როცა ელისაშვილს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გამო აკრიტიკებდნენ, ის ცდილობდა "მოქალაქეების" ლიდერისთვის დახმარების ხელი გაეწოდებინა. 

"მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, "ნაციონალურ მოძრაობას" "გაბანძებულ" პარტიას უწოდებს. მისი თქმით, ის არც ნიკა მელიასთან საუბარს არ აპირებს, სანამ ოპოზიციის ლიდერი "საჯარო ბოდიშს" არ მოიხდის. 

 

მსგავსი სიახლეები