ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ერთად მოგვიწევს - ხაბეიშვილი "ოცნებას" და მოქალაქეებს მიმართავს
ენმ-ს თავმჯდომარე საზოგადოებას 9 აპრილს საპროტესტოს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. ლევან ხებეიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ახლა ერთიანობა და ბრძოლაა საჭირო.
ამასთან, ხაბეიშვილი ხაზს უსვამს, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამაის გათავისუფლებეაა საჭირო.
მე კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც:
თუ უახლოეს პერიოდში არ ღებულობს ხელისუფლება გადაწყვეტილებას, რომ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის რეპუტრაცია არ აზიანოს, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და ამისთვის მკვეთრი ნაბიჯები გადადგას, მაშინ, ჩვენ, ქართველ ხალხს ყველას ერთად მოგვიწევს ბრძოლა და დაცვა ევროპული მომავლის - ეს რუსულ ოცნებას.
საზოგადოებას - ჩემო, მეგობრებო, ჩემო ძვირფასებო, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, ჩვენ აუცილებლად ერთად მოგვიწევს ბრძოლა ევროპული მომავლისთვის, ამიტომ 9 აპრილს 5 საათზე ყველას გელოდებით რუსთაველზე", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა