"არც წყალი გვაქვს, არც გზა" - სურამში მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა

26.03.23 14:02
"არც წყალი გვაქვს, არც გზა" - სურამში მოსახლეობა  ქუჩაში გამოვიდა

სურამში ხალხი ქუჩაში სასმელი წყლის მოთხოვნით გამოვიდა. მოსახლეობა წყლის საკითხის უმოკლეს ვადებში მოგვარებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში გზის გადაკეტვით იმუქრება. 

ადგილობრივები ასევე ყურადღებას დაზიანებულ გზებზე ამახვილებენ. 

არც წყალი, არც გზა, არც სანიაღვრე. მე პირადად ძალიან გული მწყდება, არავინ გვაქცევს ყურადღებას. არ შეიძლება უყურადღებოდ, - ამბობს ადგილობრივი. 

პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ინფრატსრტუქტურული პრობლემების გამო ტურისტულ ზონაში სტუმრების ნაკლებობაა.

ტურისტული ზონაა, ტურისტი აქ არ მოდის, ახალგაზრდები მირბიან ემიგრაციაში. წყალი 21-ე საუკუნეში როგორ უნდა ვიყიდოთ? 40 ლარს ვიხდით 3 ტონა წყალში, წარმოიდგინეთ, ზამტარ-ზაფხულ... ბოლოს და ბოლოს საზღვარი ყველაფერს აქვს და უკვე იმ ჭკუამდე მივედით, რომ არავინ რომ ყურადღებას არ გვაქცევს, გადავკეტავთ ცენტრალურ გზას, - ამბობს პროტესტის მონაწილე. 

ადჰილობრივები ამბებენ, რომ პრობლემის მოგვარების მოთხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.