"ადრე თუ გვიან ამ კანონის მიღება მოგვიწევს" - მეუფე იაკობი რუსულ კანონზე
ბოდბის ეპისკოპოსი აანონსებს, რომ პარლამენტი რუსულ კანონს მიუბრუნდება. "ქართული ოცნების" ლიდერების მსგავსად მღვდელიც ამტკიცებს, რომ ამ კანონის გარეშე საქართველო ცივილური სამყაროს ნაწილი ვერ გახდება.
ჯერ არ იყო არც კანონი მიღებული, არც არაფერი და ვაი-ვიში შექმნეს, ეს როგორ შეიძლება, ეს როგორ შეიძლებაო... ანუ თავი გაიშიფრეს, რომ ე.ი. ისეთ რამეს არ აკეტებენ. მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს, ჩვენს ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა ისე, ამ კანონს ვაპირებთო და ხალხის აზრი... მხოლოდ სია შეედგინათ იმათი, „აგენტსაც“ ნუ დაარქმევდნენ ნურავის... სია, თუ ვინ ფინანსდება... ეკლესიას თუ მაფინანსესბ უცხოეთი, ხომ, ისიც დაწერონ... ვირაცა იღებს ფულს, ისიც დაწერონ და მერე რომ შევხედავთ, რომ ვიღაცა ცუდად იქცევა და სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებს იმ ფულს, თვითონ უცხოეთიც დაფიქრდება, იმას არარ მისცემს ფულს. მე ნამდვილად ვიცი, რომ ჩვენი ზოგიერთი არასამთავრობოების ხელმძღვანელებს, თვითონ ამერიკელებმა მითრეს პირად საუბარში, ამ ამბების მერე, ეუბნებიან, რომ ან არასამტავორბოში დარჩით, თუ არადა წადით პოლიტიკაში მასე რომ იქცევითო, მაგრამ არ მიდიან. თორემ ადრე თუ გვიან მოგვიწევს მაგ კანონის მიღება თუ გვინდა ცივილიზებულ მსოფლიოში ვიყოთ, თუ არა, რომ შევალთ ის კანონი გაზამდებული დაგვხვდება იქ, - ამბობს მეუფე იაკობი.