"დაიჯერეს, რომ რუსეთში მიგვარბენინებდნენ" - მეუფე იაკობი აქციის მონაწილე ახალგაზრდებზე
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ირწმუნება, რომ 7-9 მარტის აქციებზე ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანეს. სასულიერო პირი ამტკიცებს, რომ აქციის მონაწილეებს დააჯერეს, თითქოს ქვეყანას მოქმედი ხელისუფლება რუსეთისკენ მიაქანებდა.
ჩვენი ქვეყანა ვინმემ რუსეთისკენ რომ წაიყვანოს, ახალგაზრდებს წინ დავაყენებ? მე გავალ თვითონ და მე ვიქნები პირველი და ასევე ჩვენი თაობა იქნება, რადგან არ გვინდა ახალგაზრდებს ცივი ნიავი მივაკაროთ. თუ რამე დარტყმაა, ჩვენ მივიღებთ.
დაიჯერეს, რომ რუსეთში მიგვარბენინებდნენ, გამოვიდნენ და... აწი მაინც ხომ უნდა დაფიქრდნენ, ვინმეს რომ რუსეთში წავეყვანეთ, უბრალო გამოსვლით სხვაგან გაგიშვებდნენ, დაგაბრუნებდნენ? შევხედოთ საფრანგეთში რა ხდება, პენსიებზე ლამის ხოცვა-ჟლეტა აქვთ, 400 მარტო ჟანდარმი ჰყავთ დაზარალებული და ხალხი რამდენი იქნება ხომ არ გამოაცხადებს საფრანგეთის მთავრობა.
საქართველოში რამე რომ ხდება, მაშინ წუხან ხოლმე მსოფლიოს ხელისუფლებებში, რომ ეს როგორ ხდება დემოკრატიას მიხედეთ და რამე არ დააშავოთ. ახალგაზრდებსაც მივმართავ, ნუთუ ჩვენ საზღვარგარეთაც, ვინმე ჰქონიათ უცხო ერის და უცხო ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც თითოეულ ჩვენგანზე მეტად უყვარდეს საქართველო, ამ სისულელეს ვინმე დაიჯერებს? ეს ხომ დიდი სისულელეა, - ამბობს სასულიერო პირი.