ხაბეიშვილს ვურჩევდი, არ დაწვას ის ხიდი, რომელიც ახალგაზრდებთან აკავშირებს - დიმიტრი ბიძინაშვილი
ენმ-ს წევრი დიმიტრი ბიძნაშილი ლევან ხაბეიშვის მოუწოდებს, არ დაწვას ის ხიდი, რომელიც მას ახალგზრდებთან აკავშირებს. საქმე ეხება ენმს- თავმდჯომარის განცახდებას, რომელმაც თქვა, რომ მელიას მომხრე ახალგაზრდებმა მხოლოდ ბუკლეტები უნდა დაარიგონს და მათი საქმე სწორედ ეს არის.
ოპოზიციის წევრი მიიჩნევს, რომ ხაბეიშვილის სმგავსი დამოკიდებულება ახალგაზრდებში მხოლოდ აგრესიას გამოიწვევს.
როდესაც პარტიის თავმჯდომარე ასეთი ტონით, ასეთი მოწოდებით, ღიად ახალგაზრდებს ეუბნება, რომ მათი საქმე არის ეს და უნდა არიგონ მხოლოდ ფლაერები, ეს ახალგაზრდები პოლიტიკური პროცესებით დაინტერესება კი არა, პირიქით, აგრესიას გამოიწვევს მათში ეს დამოკიდებულება,. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს პარტია ეკჯუთვნის ვანო მერაბიშვლს და ამ პარტიის მომავალი არის ვანო მერაბიშვილი, ძალიან მალე დარწმუნდება, რომ ამ პარტიის მომავალი არიან ახალგაზრდებიმე ვურჩევდი, რომ არ დაწვას ის ხიდი, რომელი ხიდითაც შეუძლია მას, რომ ესაუბროს ახალგაზრდებს და მოისმინოს „ჯენზის“ აზრი, - ამბობს დიმიტრი ბიძინაშვილი.
ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას დღეს ახალგაზრდული ყრილობა აქვს, თუმცა შეხვედრაზე ნიკა მელიას მხარდამჭერები არ დაპატიჟეს. მელიას დანაყოფი ამტკკიცებს, რომ ხაბეიშვილი-მერაბიშვილს განსხვავებული აზრის მიიუღებლობა აქვთ ამიტომ პარტიაში ფილტრაცია იწყება.
ხაბეიშვილი ახალი სტუქტურის პრეზენტაციას ზუსტად 16:00 საათზე გამართავს.