ტყუილია, რომ ვინმე "მოვტეხეთ" ენმ-ს ახალგაზრდულის ყრილობიდან - ტიტე გედენიძე
ენმ-ს წევრი ტიტე გედენიძე ნიკა მელიას მომხრე ახალგაზრდების განცხადებას, თითქოს პატიის ახალგაზრდულის ყრილობაზე არ დაპატიჟეს, სიცრუეს უწოდებს. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევნები გადაიდო და დღეს ახალი დროებითი ბორტი შეიქმნება.
ტყუილია, რომ ვინმე არ იყო გათვალისწინებული. ტყუილია, რომ ვინმე „ჟარგონულად“ რომ ვთქვათ, „მოვტეხეთ“ ამ ყრილობიდან. ეს ასე არ არის. ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის ორგანიზაციის არჩევნები გარკვეული დროით გადაიდება, იმიტომ, რომ დღეს ჩვენს პარტიას, ენმ-ს გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული გამოწვევა. ყრილობაზე პარტიის მოქმედი მენეჯმენტი დააკომპლექტებს დროებით ბორტს, რომელიც არჩევნებამდე ამ გარდამავალ პერიოდში მიიყვანს ახალგაზრდულ ორგანიზაციას და დამტკიცდება ამ ყრილობაზე წესდება ახალგაზრდული ორგანიზაციის. ხოლო როცა დაინიშნება არჩევნები და ცაინიშნება, ნებისმიერ მსურველს, პარტიის ნებისმიერ წევრს შეეძლება, 18-დან 30 წლამდე, ამ ასაკის ადამიანებს შეეძლებათ იყარონ კენჭი, მიიღონ მონაწილეობა, მოაგროვოს ხმები, გაიმარჯვოს და მან დააკომპლექტოს ახალგაზრდული ორგანზიაცია, - ამბობს ტიტე გედენიძე.
ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას დღეს ახალგაზრდული ყრილობა აქვს, თუმცა შეხვედრაზე ნიკა მელიას მხარდამჭერები არ დაპატიჟეს. მელიას დანაყოფი ამტკკიცებს, რომ ხაბეიშვილი-მერაბიშვილს განსხვავებული აზრის მიიუღებლობა აქვთ ამიტომ პარტიაში ფილტრაცია იწყება.
ხაბეიშვილი ახალი სტუქტურის პრეზენტაციას ზუსტად 16:00 საათზე გამართავს.