ექსკლუზივი: ევროსაბჭოს წამების კომიტეტის წევრები "ვივა-მედში" სააკაშვილს შეხვდნენ

26.03.23 17:01
ექსკლუზივი: ევროსაბჭოს წამების კომიტეტის წევრები "ვივა-მედში" სააკაშვილს შეხვდნენ

პირველებიის ექსკლუზიური ინფორმაციით, ამ წუთებში ევროსაბჭოს წამების აწინააღმდეგო კომიტეტის წევრები "ვივა-მედში" იმყოფებიან.  წამების კომიტეტის შემადგენლობა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ხვდება. ადგილზე არიან ექიმები და იურისტები. დელეგაციამ  მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტები უნდა შეისწავლოს და დასკვნა მოამზადოს. დიდი ალბათობით გამოითხოვენ პაციენტ სააკაშვილის სამედიცინო ისტორიასაც, რომელსაც ამ დროისთვის 14 დიაგნოზი აქვს დასმული, მათ შორის, კახექსია და დემენცია.

მე არანაირი ინფორმაციის მოწოდება არ შემიძლია. ეს შეგიძლიათ ჰკითხთ თვითონ ევროკავშირის წარმომადგენლებს. არის მაგალითი პკაეტი, რა უნდა ნახონ, რა უნდა გააკეთონ, მაგათ აქვთ სამუშაო გეგმა, - ამბობს "ვივა-მედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე "პირველებთან" სატელეფონო საუბრისას.