"ზოგი 40 წლისაა, რა დროს ახალგაზრდულია, საქმეს მიხედონ" - ხაბეიშვილი დაუპატიჟებელ ახალგაზრდებზე

26.03.23 17:32
"ზოგი 40 წლისაა, რა დროს ახალგაზრდულია, საქმეს მიხედონ" - ხაბეიშვილი დაუპატიჟებელ ახალგაზრდებზე

ამ წუთებში "ნაციონლაური მოძრაობის" ყრილობა მიმდინარეობს. წერეთლის გამზირზე პარტიის მხარდამჭერი ახალგაზრდები არიან შეკრებილები. შეხვედრა მედიისთვის დახურულია. სხდომას ლევან ხაბეიშვილი უძღვება.

კითხვაზე, რატომ არ მიიწვიეს ყრილობაზე ნიკა მელიას მომხრეეები , ხაბეიშვილი  პასუხობს, რომ ისინი 30 წელს ზევით არიან და ახალგაზრდებად არარ ითვლებიან.  

დღევანდელ ყრილობაზე ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალი ბორდი უნდა დასახელდეს. 

ახალგაზრდული ღონისძიებაა და ძალიან ფერადი და ლამაზი ახალგაზრდები არიანდ ა ბევრ საქმეს გააკეთებენ პარტიასთან ერთად და ვიღაცეები ვნახე ახლა, ზოგი 40 წლისაა, რა დროს ახალგაზრდულია,ს აქმეს მიხედონ... საქმეს ვაკეთებთ და ვირაცეებს არ მოსწონთ. ხალხო, არ უწყობთ ასაკი ხელს,  - ამბობს ხაბეიშვილი.