"გაეცნენ სააკაშვილის სამედიცინო ისტორიას" - ევროსაბჭოს დელეგაციამ კლინიკა "ვივა-მედი" დატოვა

26.03.23 17:42
"გაეცნენ სააკაშვილის სამედიცინო ისტორიას" - ევროსაბჭოს დელეგაციამ კლინიკა "ვივა-მედი" დატოვა

ევროსაბჭოს დელეგაციამ კლინიკა "ვივა-მედი" რამდენიმე წუთის წინ დატოვა. " "პირველებმა"  ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრებს კითხვა ვიზიტის მიზეზთან დაკავშირებით დაუსვა, თუმცა დელეგაციის წევრბმეა განმარტეს, რომ განცხადებების გაკეთების უფლება არ აქვთ. 

"ვივა-მედის" კლინიკური დირექტორი კი ამბობს, რომ დელეგაციამ პატმარი პაციენტის სამედიცინო ისტორიები გამოითხოვეს და მათ მკურნალობას დეტალურად გაეცნენ.

ევროკავშირის დელეგაცია არის ნამდვილად დილიდან კლინიკაში შემოსული და სასჯელარსრულების დაწესებულებიდან მყოფ ჩვენს პაციენტებთან აქვთ ვიზიტი, ამთ შორის, სააკაშვილთანაც. ისინი გაეცნენ ავადმყოფობის ისტორიას, კვლევის შედეგებს, რაც მოითხოვეს, ყველაფრის საშუალება ჰქონდათ. ყველა პატიმარი მოინახულეს, - თქვა ზურაბ ჩხაიძემ. 

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მასთან დაკავშირებით, დელეგაციის წევრები, სავარაუდოდ, ოფიციალურ განცახდებას გაავრცელებენ. 

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს წამების ასწინააღმდეგო კომიტეტის წევრები "ვივა-მედში" დლიდან მივიდნენ.  წამების კომიტეტის შემადგენლობა საქართველოს მესამე პრეზიდენტს შეხვდა. ადგილზე იყვნენ ექიმები და იურისტები.

დელეგაციამ  მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტები უნდა შეისწავლოს და დასკვნა მოამზადოს.