ევროსაბჭოს დელეგაცია "ვივა-მედში" - ექსპერტებმა სააკაშვილის სამედიცინო ისტორია გამოითხოვეს
ევროსაბჭოს წამების კომიტეტმა "ვივა-მედი"-დან მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ისტორია წაიღო. საუბარია დოკუმენტზე, რომელშიც ჩატარებული მკურნალობის შესახებ ინფორმაცია და ექსპრეზიდენტის გამოკითხვის სტენოგრამაა.
წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დელეგაცია, რომელიც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ექსპერტებით, მათ შორის, იურისტებით და ექიმებითაა დაკომპლექტებული, დასკვნას მოამზადებს და იტყვის, იყო თუ არა პატიმრობის დღეებში მიხეილ სააკაშვილი არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის რეჟიმში. ეს ის კომიტეტია, რომლის დასკვნებსაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ეყრდნობა.
"პირველებმა" გაარკვია, რომ ევროსაბჭოს წამების კომიტეტის წევრები უკვე შეხვდნენ სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმებსაც. იმ მედიკოსებს, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ რამდენიმე მწვავე ანგარიში აქვთ დაწერილი.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.