პროტესტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში - ექიმები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
პროტესტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში - კლინიკის მისაღებში ექიმები არიან შეკრებილი და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
ექიმები ხელისუფლებისგან ითხოვენ პასუხს - რას უპირებენ ქალაქის მთავარ სამედიცინო დაწესებულებას და რა ბედი ელის ათასამდე თანამშრომელს.
საავადმყოფოში იბარებენ ჯანდაცვის მინისტრსაც.
კლინიკის თანამშრომლები ფიქრობენ, რომ შენობის დემონტაჟი არ უნდა მოხდეს, რადგან მისი გარემონტება ეტაპობრივად შეიძლება.
გვაინტერესებს, როგორ განვითარდება კლინიკის მომავალი, ამისთვის ვართ შეკრებილები, რომ მივაწვდინოთ ხმა იმ ადამიანებს, ვისაც ხელეწიფებათ, მიიღონ გადაწყვეტილება და რაც მთავარია, მივიღოთ სწორი განმარტება იმასთან დაავშირებთ რა და როგორ იქნება. მინდა, რომ სამინისტროს წარმომადგენლებს შევხვდეთ, ვინც იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება მომავალში კლინიკა," - ამბობს "ტვ პირველთან ლევან გოფოძე.
კიდევ ერთი მედიკოსის, გივი პისარევის განცხადებით, რებილიტაციისა და შენების პარალელურად მუშაობის უწყვეტი რეჟიმი უნდა შენარჩუნდეს.
ამასთან, მედიკოსები კლინიკის დირექტორს უნდობლობას უცხადებენ და ზაზა ავალიანის გადადგომას ითხოვენ.
ჩვენი მთავარი მოთხოვნა ისევ და ისევ იგივეა, რებილიტაციისა და შენების პარალელურად მუშაობის უწყვეტი რეჟიმი. ჩვენ არ ვართ მშენებლობის, განახლების, თანამედროვე კლინიკის მოწინააღმდეგეები, პირიქით, მივესალმებით, ჩვენ თვითონ დავდებთ აგურს მაგ საქმისთვის, მაგრამ ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა, მუშაობის უწყვეტი რეჟმი ისე, რომ კლინიკა არ იყოს დახურული. რაც შეეხება დღევანდელი შეკრების მიზეზს, ეს არის უნდობლობის გამოცხადება ბატონი დირექტორისადმი, ველოდებით ახლა, ვაპროტესტებთ და ვითხოვთ, რომ დატოვოს თანამდებობა. შემდეგი ნაბიჯი არის შეხვედრა მინისტრთან, ბატონპრემიერ-მინისტრთან, გაგვესაუბრონ, შეხვედრაგვინდა აქ," - ამბობს გივი პისარევი.