"გაათავისუფლეთ პუტინის მტერი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - მოაწერეთ ხელი ახლავე!" - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გერმანელებმა პეტიცია შეადგინეს.
განცხადების ავტორები, პირდაპირ ამბობენ, რომ სააკაშვილი პირადად პუტინის ბრძანებითაა მოწამლული და სიკვდილს ებრძვის.
ხელმომწერები სააკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანას მოითხოვენ.
"ამისთვის საჭიროა, ევროკავშირისა და ამერიკის ზეწოლა საქართველოს პრორუსულ ხელისუფლებაზე"- წერია განცხადებაში.
ამასთან, ხელმომწერები მოუწოდებენ, გერმანიის კანცლერს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად იზრუნოს ივანიშვილის სანქცირებაზე.