ბიძინა და ევროპა ერთმანეთთან შეუთავსებელია - მანჯგალაძე
ოპოზიციას აქვს მოლოდინი, რომ შემდეგი კანონი , რომელსაც პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, დეოლგარქიზაციის შესახებ კანონპროეროექტი იქნება.
,,სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის აზრით, კარგია, პრეზიდენტის აღიარება, მაგრამ აუცილებელია, ხალხის პროტესტი და იმის გააზრება, რომ ბიძინა დაივანიშვილი ერთმენეთთან შეუთავსებელია.
ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტი აღიარეს, მაგრამ ,,ქართული ოცნება" არის ზალა, რომელიც არგუმენტებითა და ფაქტებით არ იღებს გადაწყვეტილებას. მათთვის გადაწყვეტილების მისაღებად რამე რომ დათმონ, აუცილებელია, ხალხის პროტესტი. გასაგებია, რომ პრეზიდენტმა თქვა, რომ ივანიშვილი ოლიგარქია, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის. თუ ჩვენ ყველა ერთად არ დავიწყებთ საუბარს, ოლიგარქია როგორ უშლის ხელს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას, მთავარია ხალხის აზრი მოვამწიფოთ, რომ ბიძინა და ევროპა ერთმანეთთან შეუთავსებელია," - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა ტვ პირველის ეთერში პირველად თქვა, რომ ივანიშვილი ოლიგარქია და ახსნა, რატომ არის ოლიგარქი ქვეყნის არაფორმალური მმართველი. კანონი კი, რომელიც ,,ქართულმა ოცნებამ" თითქოს დეოლიგარქიზაციისთვის დაწერა, ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ ეხება.