ღარიბაშვილი ისტორიაში შევა, როგორც ირაკლი "შეწერილი" - სანიკიძე ღარიბაშვილს სასამართლოში უჩივის

27.03.23 11:55
ღარიბაშვილი ისტორიაში შევა, როგორც ირაკლი "შეწერილი" - სანიკიძე ღარიბაშვილს სასამართლოში უჩივის

ირაკლი ღარიბაშვილს ცილისწამებისთვის  გუბაზ სანიკიძეს სასამართლოში უჩივის. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოითხოვს, ოცნების ლიდერმა წარადგინოს მტკიცებულებები, რომ სანიკიძემ ასი ათასი დოლარი  ,,ნაციონალური მოძრაობისგან" აიღო.

მისი თქმით, ღარიბაშვილი ისტორიაში ,,შეწერილის" სახელით შევა.

მივიღე გადაწყვეტილება, მას ვუჩივლო სასამართლოში. მან ცილი დამწამა, რომ 10 000 დოლარი მაქვს აღებული ,,ნაციონალური მოძრაობისგან", ღარიბაშვილს ამის დამტკიცება მოუწევს. ვერ დაამტკიცებს ვის შეეწერა ჩემი სიტყვები. ღარიბაშვილი ისტორიაში შევა, როგორც ირაკლი შეწერილი. ასე იქნება და ვერ დაადასტურებს," - ამბობს გუბაზ სანიკიძე.