"ოცნებას" სანერვიულო აქვს, ევროსასამართლო დაადგენს, რომ საქმე შეთითხნილია - მელია

12.05.21 16:04
"ოცნებას" სანერვიულო აქვს, ევროსასამართლო დაადგენს, რომ საქმე შეთითხნილია - მელია

საინფორმაციო ომი ნიკა მელიას წინააღმდეგ - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თქმით, ის "ქართული ოცნების" წევრები პროპაგანდას ეწევიან. მელია დარწმუნებულია რომ ევროსასამართლო მის საქმეზე ჭეშმარიტებას დაადგენს. 

თავიდან ბოლომდე პროპაგანდით არიან დაკავებულები და ამით საზრდოობენ. მათ თავიანთი ცხოვრება აქვთ, რომელიც აცდენილია საზოგადოებრივი ცხოვრებისგან. რაც უნდა ის თქვან და ის იფიქროს. მე მათ განცხადებებს ყურადღებას არ ვაქცევ. ვხვდები, რომ ისინი საკუთარ თავსაც კი არ წარმოადგენენ, საკუთარი თავებისაც არ სჯერათ. 

როდესაც მოვა შესაბამისი დღე, ევროსასამართლო საქმეზე ჭეშმარიტებას დაადგენს, რაც ოლიგარქს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს, რადგან საქმე თავიდან ბოლომდე შეთითხნილია. ამიტომ ჰქონდათ 2 წელიწადი თაროზე შემოდებული. ბუნებრივია, ,,ქართულ ოცნებას" სანერვიულო აქვს - აცხადებს მელია. 

სტრასბურგის სასამართლომ მელიას დაპატიმრების საქმეზე სარჩელი წარმოებაში მიიღო. 
ევროსასმართლოს გადაწყვტილების პასუხად კი "ქართულმა ოცნებამ" ნიკა მელიას  წინააღმდეგ შავი პიარ-კამპანიის აგორება გადაწყვიტა. შალვა პაპუაშვილი საქმის დასახელებაზე აპელირებს  და ამტკიცებს, რომ მელიამ საკუთარ ქვეყანას უჩივლა, რადგან სარჩელის დასახლებაა „მელია საქართველოს წინააღმდეგ".  

მსგავსი სიახლეები