იგივეა, ბრეივიკს რომ მისცენ ჯილდო - ღარიბაშვილი სააკაშვილის დაჯილდოებაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი "დაცინვას და შეურაცხყოფას" უწოდებს ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის გადაცემულ ჯილდოს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ეს ჯილდო არაფერს ნიშნავს":
რამხელა დაცინვა და შეურაცხყოფაა ჩვენი ხალხის, რომ მთელ მსოფლიოში ცნობილი ავტორიტარული, თითქმის დიქტატორული მმართველი სააკაშვილი, რომელიც იყო მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი, დააჯილდოვეს ადამიანის უფლებების დარგში მიწეული რაღაც... ეს ხომ წარმოუდგენელია?
რადგანაც ნორვეგიის ამ ორგანიზაციის მხრიდან ასეთი დამოკიდებულებაა, გახსოვთ ნორვეგიაში ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა დაახლოებით, იგივეა, რომელიმე ქვეყანამ რომ ბრეივიკს მისცეს ეს, იგივეა ჩემთვის.
საქართველოს მესამე პრეზდენტი, მიხეილ სააკაშვილი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის გამო ნორვეგიის კონსერვატიულმა პარტიამ დააჯილდოვა.