ნიკა გვარამიას ადვოკატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მერაბ გაბინაშვილის აცილებას ითხოვენ

27.03.23 12:42
ნიკა გვარამიას ადვოკატები  უზენაესი  სასამართლოს მოსამართლის მერაბ გაბინაშვილის აცილებას ითხოვენ

ნიკა გვარამიას ადვოკატები  უზენაესი  სასამართლოს მოსამართლის მერაბ გაბინაშვილის აცილებას ითხოვენ. დიმიტრი საძაგლიშვილმა და ქეთევან ჩომახაშვილმა ეს მოთხოვნა სასამართლოს წერილობით უკვე ჩააბარეს.

ადვოკატების განმარტებით, "მთავარი არხის" დამფუძნებლის საკასაციო საჩივარი გაბინაშვილს  სამ თვეზე მეტია დაეწერა, მაგრამ კლანის წევრი  პროცეს აჭიანურებს. ინტერესების დამცველები  აცხადებენ, რომ ხელისუფლება ეძებს მოსამართლეებს, რომლებიც ხელს მოაწერენ ხელისუფლების მიერ წინასწარ გამოტანილ უკანონო განაჩენს.

მერაბ გაბინაშილი 2019 წელს დანიშნული იქნა უზენაეს სასამართლოშ კანონის მოთოხვნათა უხეში დარღვევით, ვინაიდან ის არის ხელისუფლებასთან დაახლოებული და სასამართლო კლანის ერთგული წევრი. მისი დანიშვნისას უგულებეულყოფილი იქნა კანონის მოთხოვნები და ეს პროცესიც მკაცრად იქნა გარკრიტიკებული ვენეციის კომისიის მიერ, ეუთოს მიერ და არაერთი შეფასება არსებობს ამის თაობაზე. შესაბამისად, ჩვენთვის უკვე აშკარაა, რომ ხელისუფლება მისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებისთის ცდილობს ახლა სასამართლო შემაგდელობის დაკომპლექტებას, - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.

ქეთევან ჩომოხაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ მოსამართლე გაბინაშვილი ონბიექტური და მიუკერძოებელი ვერ იქნება. 

3 თვეზე მეტია გასული და არათუ საქმის განხილვა არ არის დაწყებული, არამედ სასამართლოს შემადგენლობაც კი არ არის განსაზღვრული. სწორედ ამიტომ, ამ მოტივით, რომ გაბინაშვილი, რომელიც არის კანონის მოთხოვნათა დარღვევით დანიშნული, შესაბამისად, ის ვერ იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი ამ საქმეში, მითუმეტეს, ნიკა გვარამიას ბრალდების საქმეში, რომელიც აღიარებულია, რომ არის პოლიტიკური პატიმარი და მის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, სწორედ ამიტომ ვითხოვთ მის აცილებას, - ამბობს ადვოკატი.