რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები სხვა კლინიკებში გადანაწილდებიან - მინისტრი
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილას ახალი კლინიკის მშენებლობის პერიოდში სამედიცინო პერსონალი სხვა კლინიკებში გადანაწილდება.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, თანამშრომლები იმუშავებენ იმავე პოზიციებზე და შეუნარჩუნდებათ იმავე რაოდენობის ანაზღაურება.
ჩვენ იმდენად მასშტაბური პროექტის დაწყებას ვგეგმავთ, რომ იქ შეუძლებელია, სამშენებლო სამუშაოების პარალელურად თუნდაც ამბულატორიის ნაწილი დარჩეს და გააგრძელოს ფუნქციონირება, ამიტომ ყველა იმ სამედიცინო პერსონალს, ყველა თანამშრომელს სამედიცინო პერსონალთან დაკავშირებულს ჩვენ გადავანაწილებთ სხვადასხვა კლინიკაში იმავე პოზიციებსა და იმავე შემოსავლით. ეს შენობა არის 70-იანი წლების დასაწყისში აშენებული. მოგეხსენებათ შენობა 50 წელზე მეტისაა, შესაბამისი ექსპულატაციის ვადები აქვს. ასევე მნიშვნელოვანია ის ინვესტიცია, რაც გადაკეთების გამო მხოლოდ დავტოვებთ შენობის შედარებით ახალ ნაწილს, სადაც განთავსდება ექიმებისა და სხვა პერსონალის კაბინეტები, ხოლო დარჩენილი შენობის მიმდებარედ აშენდება ახალი კლინიკა, რომელიც იქნება იმ სტანდარტების შესაბამისობის, რომელიც 2025 წლიდან ყველა კლინიკამ უნდა დააკმაყოფილოს, შესაბამისად იმაზე საუბარი, რომ ან რესპუბლიკური საავადმყოფო სხვაგან გადადის ან პერსონალს სახლში უშვებენ, არის ყველანაირ აზრს მოკლებული,"- აცხადებს აზარაშვილი.